კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026-07-22

ა(ა)იპ ციფრული პროფესიების ცენტრი / Digital Careers Center (CDC Georgia)ს/კ 438737743

1. შესავალი

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს და იცავს ა(ა)იპ ციფრული პროფესიების ცენტრი (ს/კ 438737743) („CDC", „ჩვენ") პერსონალურ მონაცემებს პლატფორმის (cdc.org.ge) მომხმარებელთა შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

ანგარიშის მონაცემები: სახელი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, პაროლი (დაშიფრული).

სასწავლო მონაცემები: კურსზე ჩარიცხვა, გაკვეთილების პროგრესი, სერტიფიკატები.

გადახდის მონაცემები: ტრანზაქციის ისტორია — ბარათის დეტალებს ჩვენ არ ვინახავთ, გადახდებს ამუშავებს საქართველოს ბანკი (BOG).

კომუნიკაციის მონაცემები: ფორუმის პოსტები, პირადი შეტყობინებები, მხარდაჭერის მიმოწერა.

ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, საიტზე აქტივობის ჟურნალი.

3. მონაცემთა გამოყენების მიზნები

პლატფორმის სერვისების მიწოდება — კურსებზე წვდომა, სერტიფიცირება, ფრილანს ბირჟა და ვაკანსიების დაფა.

გადახდების დამუშავება და ანგარიშსწორება.

ანგარიშთან დაკავშირებული შეტყობინებების გაგზავნა (ელ-ფოსტის დადასტურება, გადახდის სტატუსი).

პლატფორმის უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესება.

4. მონაცემთა გაზიარება მესამე მხარეებთან

ჩვენ ვიყენებთ სანდო მომსახურების პროვაიდერებს, რომლებიც მუშავებენ მონაცემებს ჩვენი დავალებით: საქართველოს ბანკი (გადახდების დამუშავება), Bunny.net (ვიდეო კონტენტის მიწოდება), Microsoft Azure (ფაილების უსაფრთხო შენახვა). მონაცემები არ იყიდება და არ გადაეცემა მესამე მხარეებს სარეკლამო მიზნებისთვის.

5. მონაცემთა შენახვის ვადა

ანგარიშის წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიში დაუყოვნებლივ დეაქტივირდება. 60 დღის განმავლობაში მონაცემები ინახება (ანგარიშის აღდგენის შესაძლებლობით), რის შემდეგაც ან საბოლოოდ იშლება, ან ანონიმიზდება, თუ მასზე დაკავშირებულია სხვა მომხმარებლის ფინანსური/საქმიანი ჩანაწერები.

6. თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ არსებული მონაცემების ასლი, მათი შესწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდით: contact@cdc.org.ge.

7. კონტაქტი

ა(ა)იპ ციფრული პროფესიების ცენტრი (ს/კ 438737743)

მისამართი: საქართველო, ქალაქი სამტრედია, თამარ მეფის ქ., N 8, ბინა N2

ელ-ფოსტა: contact@cdc.org.ge · ტელეფონი: +995 551 14 14 11