ჩვენ შესახებ

დაარსდა 2023 წელს, HEKS/EPER-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური ინოვაციების პლატფორმა — ფაზა 2" ფარგლებში.

CDC — ციფრული პროფესიების ცენტრი — არის ეკოსისტემა გურიაში, შექმნილი HEKS/EPER Georgia-ს მხარდაჭერით, პროექტის „სოციალური ინოვაციების პლატფორმა — ფაზა 2" ფარგლებში, 2023 წელს. ჩვენ ვაძლიერებთ ახალგაზრდებსა და ქალებს ციფრული წიგნიერების, ხელოვნური ინტელექტისა და კრეატიული ინდუსტრიების საშუალებით — პრაქტიკული, დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებით.

ჩვენი მისიაა რეგიონული ტექნოლოგიური წინსვლა: ვასწავლით საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო მეთოდოლოგიით და ვუზრუნველყოფთ კურსდამთავრებულებს რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებით ჩვენივე ფრილანს/სამუშაო პლატფორმის საშუალებით.

CDC Platform აერთიანებს ონლაინ სასწავლო კურსებს (LMS), ვერიფიცირებულ სერტიფიცირებას, ფრილანს ბირჟასა და ვაკანსიების დაფას — ერთიან ეკოსისტემაში, სადაც სწავლა პირდაპირ გადადის დასაქმებაში.

ციფრული უნარების სწავლებაახალგაზრდების კარიერული გაძლიერებაქალთა ეკონომიკური გაძლიერებასოციალური მეწარმეობასტარტაპების მხარდაჭერაციფრული სააგენტოს სერვისები
200+
კურსდამთავრებული
180+
ბენეფიციარი (2025)
100%
პრაქტიკული დავალებები
2023
დაარსების წელი

პროექტები და მიღწევები

180+ ბენეფიციარი გაწვრთნილია 2025 წელს

180-ზე მეტი ბენეფიციარი, მათ შორის შშმ პირები, გაწვრთნილია ციფრულ პროფესიებში 2025 წლის განმავლობაში.

Taylor Georgia

სტარტაპის მხარდაჭერა ციფრული საკერავი ნაკეთობების პლატფორმისა და ვებ-გვერდისთვის.

„ძლიერი ქალი = ძლიერი საზოგადოება"

60 ქალის გაწვრთნა გურიაში, ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით.

„მწვანე გურია"

ტურისტული ვებ-პლატფორმისა და QR-კოდის პროექტის შექმნა გურიის რეგიონისთვის.

Creative Motion: Code-to-Client

პარტნიორობა Technopark-თან პრაქტიკული, კლიენტზე ორიენტირებული ტრენინგისთვის.

ჩვენი გუნდი

IT

ია თავდიშვილი

დირექტორი

ციფრული პროფესიების ცენტრის სტრატეგიული მართვა, პარტნიორობები და განვითარება.

MG

მარიკა გაგუა

სასწავლო მიმართულებების კოორდინატორი

სასწავლო პროცესების მართვა, სილაბუსების ოპტიმიზაცია და სტუდენტების მონიტორინგი.

IM

იმედო მარტიკოვი

პროექტების მენეჯერი

პლატფორმის ციფრული ინფრასტრუქტურის, სააგენტოს და ინოვაციური პროექტების მართვა.

📍 საქართველო, ქ. ოზურგეთი, ჭავჭავაძის ქ. N19